X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება

14 ივლისი 2026

სამტრედიაგრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მე-3, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება. აღნიშნული გზის ლანჩხუთი-ლესას 6 კმ-იანი ახალი გზა 2025 წლის ბოლოს გაიხსნა.

პროექტი, საერთო ჯამში, 12 კმ. სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებდა. ახალი გზა გურიის რეგიონში . ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გვიმბალაირს, ქვემო ჩიბათს და ნიგოეთს გადის.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობდა.

აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილია და საერთო ჯამში, 52 კმ-იანიაიწყება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.

მესამე მონაკვეთის სრულად გახსნის შემდეგ, სამტრედია-გრიგოლეთის 42.5 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში იქნება შესული, დარჩენილ 9.5 კმ-იან მონაკვეთზე კი მოძრაობის გახსნა მომავალ წელს არის დაგეგმილი.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში 324.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.